Posts

მე ვმუშაობ ქალაქ ქუთაისის #45 საჯარო სკოლაში . სკოლა ემსახურება სსსმ მოსწავლეებს -სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს.2017-18 სასწავლო წელს ჩემს ორ კოლეგასთან ერთად ჩავატარე საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, წარმოგიდგენთ ჩვენს ნამუშევარს, რომელიც გაზიარებული მაქვს საკუთარ ედმოდოს გვერდზე  https://www.edmodo.com/file/view-office-online?id=3c95385441ae6e111606d1fe03ce7d0a და google drive-ზე                  https://drive.google.com/open?id=1nd1IvKIm-DjWi9ePp-jN2sOh1DtGf7RD
Image
საინტერესოდ დატვირთული 2017-18  სასავლო წელი , ტრენინგები, სამოდელო გაკვეთილი, საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა და სხვა მრავალი აქტივობა 🌝🌝❊❊✨✨ დატვირთული მუშაობა გრძელდება სამოდელო გაკვეთილი ესეც ჩემი მოსწავლეები  🌟🌟 სწავლა კეთებით🌝🌝❊❊
Image
24 იანვარს #17 საჯარო სკოლაში გაიმართა მასწავლებელთა კონფერენცია.  კონფერენცია მიზნად ისახავდა მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენციის გამარჯვებული ქუთაისის საჯარო სკოლების მასწავლებლების წარდგენას პედაგოგიური საზოგადოების წინაშე, აგრეთვე სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფებისა და GE CLASS-ის პროგრამაში ჩართული  სკოლების სამუშაო ჯგუფების საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის დემონსტრირებას და სასკოლო ქსელის შექმნას.მოხსენებები წარმოადგინეს პედაგოგებმა: ელისო აბრამიშვილმა, ინდირა შენგელიამ,მაია სინაურიძემ, ნატია ბრეგაძემ,მარინა ისკაკოვამ, ნინო ჩხეტიამ,ლაურა ჯიმშელეიშვილმა,ქეთევან რუხაძემ,ფაქიზო ფანჩულიძემ,შორენა ტყემალაძემ, თეა გაგუამ,თინათინ სვანაძემ და სხვებმა. აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,ჩაშენებული სისტემები საქართველოში'' დოქტორანტებმე გიორგი ჩიჩუამ და თეიმურაზ სახელაშვილმა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად წარმოადგინეს რობოტო ტექნიკის პრეზენტაცია და საზოგადოებას გააცნეს ტექნოლოგიური სიახლეები რომელთა დანერგვ

"ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების ინკლუზიური პროგრამა"

Image
"ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების ინკლუზიური პროგრამა" 8,9,10დეკემბერს ქუთაისის #45საჯარო სკოლაში ფედერაცია "გადავარჩინოთ ბავშვები" და ევროკომისიის პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე:  "ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება" ტრენერები:რუსუდან ლორთქიფანიძე, ნინო რუხაძე.  ტრენინგი საინტერესო და საქმიან გარემოში მიმდინარეობდა, ტრენინგის მეორე დღეს ჩატარდა სიმულაცია მიწისძვრა და მისგან თავდაცვის საშუალებები, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია ბავშვებში. ტრენინგის ფარგლებში ჩავატარეთ ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: "ძლიერი ქარი",(ნინო გაბრიჭიძე, მანანა ჟორჟოლიანი, ზურაბ ნადირაძე)გაკვეთილზე გვესწრებოდა ჟესტის პედაგოგი რაია დავითულიანიდა ტრენერები. გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა, ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში, თვითონ დაამზადეს ანემომეტრი და მოსინჯეს ქარის სიჩქარე.

პრეზენტაცია - მეტალები