გაკვეთილების გეგმები

 მოდიფიცირებული გაკვეთილის გეგმები (სსსმ მოსწავლეებისათვის)





მასწავლებელი:       მანანა ჟორჟოლიანი
საგანი :                      ბიოლოგია
კლასი-VIII
თემა:                     ორგანოები და ორგანოთა სისტემები
დრო-45წთ
მოსწავლეთა პროილი: კლასში არის 5მოსწავლე , ყველა მოსწავლე არის სსსმ ნეიროსენსორული სმენის დაქვეითებით და ერთი მათ შორის  გონებრივი ჩამორჩენით.

გაკვეთილის მიზანი:   
კლასისთვის: მოსწავლებმა უშეცდომოდ ამოიცნონონ  ცალკეული ორგანოები და ორგანოთა სისტემები თვალსაჩინოებაზე, დაუკავშირონ  ცალკეული ორგანო შესაბამის ორგანოთა სისტემას. ყოველ ჯერზე უშეცდომოდ  დაასახელონ მათი ძირითადი ფუნქციები დაქტით და ჟესტით. ამოიცნონ კავშირი ამ ორგანოთა სისტემებს შორის.
 გონებრივი ჩამორჩენილობის მქონე მოსწავლისთვის:   მოხაზავს თვალსაჩინოებაზე ძვალ-კუნთოვანი სისტემის ცალკეული ნაწილებს.

მოსალოდნელი შედეგი:  მოსწავლეები შეძლებენ ამოიცნონ თვალსაჩინოებაზე ორგანოთა სისტემები(ძვალ-კუნთოვანი, საჭმლის მომნელებელი, სისხლის მიმოქცევა) და აღიქვამენ ორგანიზმს, როგორც ერთ მთლიანს.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი: მიმართულება-ცოცხალი სამყარო
ბიოლ.VIII.5
მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ადამიანის ორგანიზმის ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებები.
ინდიკატორი
აკავშირებს ცალკეულ ორგანოს შესაბამის ორგანოთა სისტემასთან და ასახელებს მათ ძირითად ფუნქციებს
მიმართულება-მეცნიერული კვლევა-ძიება
კვლევა VIII.1
მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს კვლევის საგანი და კვლევის ეტაპები
ინდიკატორი
·         აყალიბებს კვლევის მიზანს
·         აწარმოებს დაკვირვებას, აღრიცხავს მონაცემებს

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები :   ჯგუფის ყველა მოსწავლე სსსმ, მათთან ვმუშაობ ისგ-ით ,  გაკვეთილზე მესწრება  ქართული ჟესტური ენის თარჯიმანი, რომლის დახმარებით მოსწავლეეებისათვის ბევრად გასაგებია გაკვეთილის თემა.  მოსწავლეებმა იციან: ძვალ-კუნთოვანი, საჭმლის მომნელებელი და სისხლის მიმოქცევის სისტემის ორგანოთა სისტემების აგებულება , მათი ამოცნობა სქემაზე და თითოეულის ფუნქციის დასახელება დაქტით და ჟესტით.  გონებრივი ჩამორჩენის მქონე მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა ორგანოთა სისტემებიდან (ძვალ-კუნთოვანი, საჭმლის მომნელებელი, სისხლის მიმოქცევის) ამოიცნოს საჭმლის მომნელებელი სისტემა .

შეფასება და თვითშეფასება:  მოსწავლეები შეფასდებიან ინდივიდუალურად, ჩართულობის, საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარდგენის, ანალიზის უნარის, მასალის სინთეზურად გააზრების უნარის, პრეზენტაციის უნარის მიხედვით. (დანართი1)
შეფასების ტიპები-განმავითარებელი უკუკავშირი და განმსაზღვრელი შეფასება კომენტარებით

სასწავლო მასალა და რესურსები: ადამიანის ორგანიზმის მაკეტი(ჩონჩხი), ტაბულები ცალკეულ ორგანოთა სისტემის მიხედვით, ცხრილი კონკრეტული ორგანოების და ორგანოთა სისტემების ფუნქციის შესახებ ელექტროტნულ ფორმატში და  ფლიპჩარტზე, თავისუფალი ფურცლები და მარკერები სამუშაოდ.


                                                   გაკვეთილის მსვლელობა
შესავალი (გამოწვევის ფაზა) _ მოსწავლეთა მოტივაციის ამღლება, წინარე ცოდნის გააქტიურება, თეორიული ცოდნის გამდიდრება
აქტივობა #1. გონებრივი იერიში / ბარათების შესაბამება_  / დრო 10 წთ /
აქტივობის მიზანი:  
       ა) მოსწავლეები ყოველ ჯერზე უშეცდომოდ ჩამოთვლიან  და დაფაზე სწორად ჩამოწერენ მათთვის ცნობილ ორგანოთა სისტემებს.
      ბ) გონებრივი ჩამორჩენის მქონე მოსწავლე  თვალსაჩინოებაზე შეხსენების შემდეგ  ნასწავლ ორგანოთა სისტემას ყველა ჯერზე უშეცდომოდ დააკავშირებს / შეუსაბამებს ორგანოს  მის დასახელებასთან წინასწარ გამზადებული ბარათების საშუალებით.  
       აქტივობის აღწერა:  მოსწავლეებს გავაცნობ გაკვეთილის თემას და მიზანს, მოსწავლეებს მივმართავ ჩამოთვალონ მათთვის ცნობილი ორგანოთა სისტემები და ჩამოწერონ დაფაზე თითოეული სისტემა. პარალელურად,  გონებრივი ჩამორჩენის მქონე მოსწავლეს შევახსენებ თვალსაჩინოების დახმარებით ნასწავლ ორგანოთა სისტემას და ვთხოვ დააკავშიროს  ორგანო  მის დასახელებასთან წინასწარ გამზადებული ბარათების საშუალებით. აქტივობის დასრულების შემდეგ ვუჩვენებ უკვე ნასწავლ ორგანოთა სისტემის ტაბულებს და იმავე საკითხზე მომზადებულ ელექტრონულ რესურსს.

საკითხის სიღრმისეული წვდომა-  წინარე ცოდნის გამოყენების, დამოუკიდებლად აზროვნების, მსჯელობის, დაკვირვების, ძველი და ახალი მასალის დაკავშირების უნარების განვითარება.
აქტივობა #2 .  კითხვა-პასუხი / მოდელირება _ / დრო 15წთ /
აქტივობის მიზანი: მოსწავლეს მოჰყავს სულ მცირე 2 არგუმენტი  ყველა ორგანოთა სისტემის მნიშვნელოვნების დასასაბუთებლად.
აქტივობის აღწერა:  ქართული ჟესტური ენის თარჯიმნის დახმარებით კლასს მივმართავ კითხვებით:
1.დაასახელეთ ორგანოთა სისტემა, რომლის ფუნქციონირების შეწყვეტა არ იმოქმედებს ორგანიზმის არსებობაზე?( მაგალითად შეგვიძლია თუ არა ვიარსებოთ სუნთქვის გარეშე?)
გონებრივი ჩამორჩენის მქონე მოსწავლეს მოდელირების გზით (ცოტა ხნით შევაჩერებინებ სუნთქვას) ვკითხავ რა იგრძნო როცა სუნთქვა შეაჩერა?  შედეგს ახსნის ჟესტის მასწავლებლის დახმარებით.
(მოსწავლეები მსჯელობის შედეგად მივლენ დასკვნამდე, რომ ასეთი ორგანოთა სისტემა არ არსებობს)
2.დაასახელეთ ორგანოთა სისტემა, რომელიც დამოუკიდებლად, სხვა სისტემების გარეშე შეძლებს ფუნქციონირებას ?(მაგალითად , როცა საჭმელს ვჭამთ საჭმლის მომნელებელი სისტემის მიერ გადამუშავებული საკვები სისხლით შეიწოვება)
(მაგალითების საფუძველზე მოსწავლეები იმავე დასკვნამდე მიდიან, რომ ორგანოთა სისტემები მჭიდრო კავშირში არიან ერთმანეთთან)
მოსწავლეთა დასკვნების გასამტკიცებლად ვუჩვენებ ელექტრონულ რესურსს- ორგანიზმი, როგორც ერთიანი სისტემა.

რეფლექსია -დამოუკიდებლად და ჯგუფში მუშაობის, კომუნიკაციის, დასკვნის გამოტანის უნარების განვითარება.
აქტივობა #3 ._     ორგანოთა სისტემების შემადგენელი ორგანოების ამოცნობა   / დრო 15წთ /
აქტივობის მიზანი:   ა) მოსწავლეები ყოველ ჯერზე უშეცდომოდ  ამოიცნობენ  ( მოხაზავს გონებრივი ჩამორჩენის მქონე ) ორგანოთა სისტემას  და მის შემადგენელ ორგანოებს თვალსაჩინოებაზე;
ბ) მოსწავლეები წარადგენენ ინფორმაციას პრეზენტაციის სახით და  სამუშაო ფურცლებში  ცხრილში  უშეცდომოდ ინდივიდუალურად  შეაქვთ  მონაცემები.
აქტივობის აღწერა:  დავყოფ კლასს ორ ჯგუფად და თითოეულს მივცემ სამუშაოდ ორგანოთა თითო  სისტემას (საჭმლის მომნელებელი სისტემა და სისხლის მიმოქცევის სისტემა)(ერთ ჯგუფში ჩავრთავ გონებრივი ჩამორჩენის მქონე მოსწავლეს, რომელიც  თავისი შესაძლებლობის მიხედვით მოხაზავს თვალსაჩინოებაზე ძვალ-კუნთოვანი სისტემის ცალკეული ნაწილებს. )
თითოეულ ჯგუფს ვაძლევ დავალებას:
·         დაასახელონ ორგანოები, რომლებიც შედის მოცემული სისტემის შემადგენლობაში
·         ამოიცნონ მოცემული ორგანოთა სისტემა და მისი შემადგენელი ორგანოები თვალსაჩინოებაზე ;
·         აღწერონ ცალკეული ორგანოს მნიშვნელობა ორგანოთა სისტემაში;
ჯგუფები მუშაობენ , მსჯელობენ და გადმოცემენ დავალებას პრეზენტაციის სახით დაქტით და ჟესტით. ორივე ჯგუფის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ვთხოვ მოსწავლეებს ინდივიდუალურად შეავსონ სამუშაო ფურცლები:
სამუშაო ფურცელი:

ორგანო
ორგანოთა სისტემა
ფუნქცია
გული


კუჭი


კბილები




აქტივობა #4 . საშინაო დავალების მიცემა / დრო 2 წთ ./
აქტივობის მიზანი:  
ა) გაკვეთილის  შემდგომი შესასრულებელი დავალებების გაცნობა და დამაზუსტებელი ინფორმაციის მიცემა.
ბ) გულის  და სისხლძარღვების აგებულების შესახებ ინტერნეტში მითითებულ ლინკზე ინფორმაციის მოძიება და წარმოდგენა PPT ფორმით, რომელიც მომზადებული იქნება წინასწარ შეთანხმებული კრიტერიუმების გათვალისწინებით.
გ) ბიოლოგიასა და ისტ საგანს შორის კავშირების დამყარება.
აქტივობის აღწერა:    მოსწავლეებისათვის  გაკვეთილის  შემდგომი შესასრულებელი დავალებების გაცნობა და დამაზუსტებელი ინფორმაციის მიცემა:
) საშინაო დავალება კლასისათვის: მოიძიონ ინფორმაცია გულის  და სისხლძარღვების აგებულების შესახებ ინტერნეტში და ისტ-ის მასწავლებლის დახმარებით მოამზადონ პრეზენტაცია power point-ში.
ბ) საშინაო დავალება გონებრივი ჩამორჩენის მქონე მოსწავლისათვის: გააკეთოს მისი არჩევანით  რვეულში  ერთი რომელიმე ორგანოს ( სახელმძღვანელოდან)  ნახატი მისი შემადგენელი ორგანოების მიხედვით.

აქტივობა5: მოსწავლეთა შეფასება  / დრო 3წთ/
აქტივობის მიზანი:  
 მოსწავლეთათვის წინასწარ ცნობილი და შემუშავებული  შეფასების რუბრიკის გამოყენებით
ა) ყველა აქტივობის დასრულების შემდეგ 5-ვე მოსწავლისათვის  განმავითარებელი უკუკავშირის მიცემა ;
ბ) გაკვეთილის ბოლოს 3 მოსწავლის  განმსაზღვრელი შეფასება კომენტარებით.
აქტივობის აღწერა:  
ა) ყოველი აქტივობის დასრულების შემდეგ ყველა მოსწავლისათვის მიწოდებული იქნება განმავითარებელი აღწერითი, კრიტერიუმებზე დაფუძნებული  უკუკავშირი, რომელიც მათ მკაფიოდ აუხსნის:
1.სად არიან ისისნი ამჟამად განვითარების საკუთარ ტრაექტორიაზე
2.რით განსხვავდება მასწავლებლის მიერ მიცემულ დავალებებზე მათი პასუხები დასახულ მიზნებში ნაგულისხმები(სანიმუშო)პასუხებისაგან
3.როგორ შეიძლება  წაიწიონ წინ, დასახული მიზნისაკენ
ბ) მასწავლებელი  მოსწავლეებს აფასებს  წინასწარ ცნობილი შეფასების რუბრიკის მიხედვით შესაბამისი ქულით და აძლევს განმავითარებელ კომენტარებს.




გაკვეთილის გეგმა
მასწავლებელი:               მანანა ჟორჟოლიანი
საგანი: ბიოლოგია
კლასი: IX
თემა: კვებითი ჯაჭვი,კვებითი ქსელი
დრო:   45 წუთი
მოსწავლეთა პროფილი:  5მოსწავლე  , ყველა მოსწავლე არის სსსმ , ნეიროსენსორული სმენის დაქვეითებით
გაკვეთილის მიზანი:   მოსწავლე  უშეცდომოდ ამოიცნობს კვებითი ჯაჭვის შემადგენელ კომპონენტებს , დაასახელებს  დაქტით და ჟესტით .
მოსწავლე  კარტოთეკებისა და ფერადი ფურცლების გამოყენებით ყოველ ჯერზე სწორად დააკავშირებს  ლოკალურ გარემოში კვებით ჯაჭვებში ჩართული ორგანიზმებს ( მაგ. მცენარე-ბალახისმჭამელი ცხოველი, ხორცისმჭამელი ცხოველი), აღწერს მათ შორის არსებულ დამოკიდებულებებს.
ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტი:ბიოლ.IX.8.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს ურთიერთკავშირი ეკოსისტემის კომპონენტებს შორის და იმსჯელოს ორგანიზმების ურთიერთქმედების როლზე ეკოსისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაზე.
ბიოლ.IX.8.5. დიაგრამის სახით წარმოადგენს ლოკალურ გარემოში კვებით ჯაჭვებში ჩართულ ორგანიზმებს ( მაგ. პირველადი მომხმარებელი და მტაცებელი), აღწერს მათ შორის არსებულ დამოკიდებულებებს.
მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო მიდგომა:  გამჭოლი კომპეტენციები:
ეკოლოგიური და ციფრული წიგნიერება

საჭირო წინარე ცოდნა და უნარ-ჩვევები:  ჯგუფის ყველა მოსწავლე სსსმ, მათთან ვმუშაობ ისგ-ით ,  გაკვეთილზე მესწრება  ქართული ჟესტური ენის თარჯიმანი, რომლის დახმარებით მოსწავლეეებისათვის ბევრად გასაგებია გაკვეთილის თემა.    მოსწავლეებმა იციან: სიცოცხლის დამახასიათებელი 5 ნიშანი, ცოცხალი ორგანიზმების გარჩევა კვების ტიპის მიხედვით,  მცენარის და ხორცისმჭამელი ცხოველების კლასიფიკაცია.
შეფასება : მოსწავლეები შეფასდებიან ინდივიდუალურად, ჩართულობის, საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარდგენის, ანალიზის უნარის, მასალის სინთეზურად გააზრების უნარის, პრეზენტაციის უნარის მიხედვით. (დანართი1)
შეფასების ტიპი-განმსაზღვრელი კომენტარებით
სასწავლო მასალა და რესურსები:ტექსტი, თაბახის ფურცლები, ცხოველთა და მცენარეთა გამოსახულებები ფუცლებზე, Power Point-პრეზენტაცია, კომპიუტერი, პროექტორი,

                       გაკვეთილის              მსვლელობა

აქტივობა №1ორგანიზაციული მხარე  და გაკვეთილის მიზნის გაცნობა;/2 /წთ,   ორგანიზებისფორმა: საერთო-საკლასო.  
აქტივობისმიზანი: საორგანიზაციო საკითხების მოგვარება: გაკვეთილზე მოსწავლეთა დასწრებადობის შემოწმება, საგაკვეთილო პროცესისათვის მომზადება,  გაკვეთილის მიზნებისა და შეფასების კრიტერიუმების  გაცნობა.
აქტივობის აღწერა: ვესალმები მოსწავლეებს, საკლასო ჟურნალში ვაფიქსირებ თარიღს და ვახდენ დასწრებადობის აღრიცხვას. მოსწავლეებს ვაცნობ გაკვეთილის მიზანს, რომელსაც შეფასების კრიტერიუმებთან ერთად ვაკრავ თვალსაჩინო ადგილას
 გამოწვევის ფაზა:  მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება, წინარე ცოდნის გააქტიურება, თეორიული ცოდნის გამდიდრება
აქტივობა #2  გონებრივი იერიში / კითხვა-პასუხი, / დრო 10 წთ /_
აქტივობის მიზანი:  მოსწავლეები ყოველ ჯერზე უშეცდომოთ  დაასახელებენ დაქტით და ჟესტით  ბალახისმჭამელ და  ხორცისმჭამელ ცხოველებს, ააგებენ ვენის დიაგრამას .
       აქტივობის აღწერა:  კითხვა-პასუხის რეჟიმში  თვალსაჩინოების  დახმარებით მოსწავლეები ამოიცნობენ და დაასახელებენ ცხოველებს კვების ტიპის მიხედვით.
ერთი მოსწავლე დაფაზე გააკეთებს ვენის დიაგრამას .


საკითხის სიღრმისეული წვდომა-  წინარე ცოდნის გამოყენების, დამოუკიდებლად აზროვნების, მსჯელობის, დაკვირვების, ძველი და ახალი მასალის დაკავშირების უნარების განვითარება.
აქტივობა #3  მინი ლექცია  ელექტრონული პრეზენტაციის თანხლებით /15წთ/

აქტივობის მიზანი:-კვებითი ჯაჭვის და კვებითი ქსელის გაცნობა.
აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მინი ლექციის მეთოდის გამოყენებით მოსწავლეებს აცნობს ახალ თემას, შესაბამის ტერმინოლოგიას: ბალახისმჭამელი,  ხორცისმჭამელი,  კვებითი ჯაჭვი, კვებითი ქსელი. ახსნისას იყენებს პრეზენტაციას  მარტივი და რთული კვებითი ჯაჭვების მაგალითებით.   ბოლოს უჩვენებს ვიდეორგოლს კვებითი ჯაჭვის შესახებ.  /https://youtu.be/-zU8V1CQSv0?list=PLJXkjcTWbMHIjO9qTzvWY8wa0s8gxCZh-/
აქტივობა #4  კვებითი ჯაჭვის სქემის შექმნა -/7წთ/. ჯგუფური
აქტივობის მიზანი: თეორიულ მასალაზე დაყრდნობით მოსწავლეები  დაადგენენ ურთიერთკავშირს ეკოსისტემის კომპონენტებს შორის და შექმნიან ორი განსხვავებული  კვებითი ჯაჭვის სქემას.
აქტივობის აღწერა: პრეზენტაციაზე მიცემული ინფორმაციის  და წინასწარ მიწოდებული  შაბლონების  მიხედვით   ჯგუფებში შექმნიან  2კვებითი ჯაჭვის სქემას. შესაძლოა დაიხმარონ სახელმძღვანელოც.
აქტივობა #5  სიმულაციური თამაში - /2 წთ/ - მთელი კლასი
აქტივობის მიზანი: მოსწავლეები  სიმულაციური თამაშის მეთოდით  შეძლებენ   ცოცხლად შექმნან კვებითი ჯაჭვი.
აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს ურიგებს ილუსტრაციას და სთხოვს მათ იპოვონ კვებითი ჯაჭვის თანმიმდევრული კომპონენტები, დადგნენ  შესაბამისი თანმიმდევრობით და კვებითი ჯაჭვები გააერთიანონ კვებით ქსელში. მასწავლებელთან ერთად მოსწავლეები განიხილავენ, თუ რატომ დგანან ამ თანმიმდევრობით და  გამოაქვთ დასკვნები კვებითი ჯაჭვის და ქსელის სტრუქტურის შესახებ.

აქტივობა #6   მსჯელობა ეკოსისტემის სტაბილურობაზე -/ 5წთ/- მთელი კლასი
აქტივობის მიზანი: მოსწავლემ გააანალიზოს ურთიერთკავშირი ეკოსისტემის კომპონენტებს შორის და იმსჯელოს ორგანიზმების ურთიერთქმედების როლზე ეკოსისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაზე.
აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს მიღებული ცოდნის საფუძველზე გააანალიზონ თანასაზოგადოების კომპონენტებს შორის ურთიერთკავშირი და იმსჯელონ მოახდენს თუ არა ეს გავლენას ეკოსისტემის სტაბილურობის შენარჩუნებაზე.

აქტივობა #7 . საშინაო დავალების მიცემა / დრო 2 წთ ./
აქტივობის მიზანი:  
ა) გაკვეთილის  შემდგომი შესასრულებელი დავალებების გაცნობა და დამაზუსტებელი ინფორმაციის მიცემა.
ბ) მიღებული ცოდნის გამოყენება
გ) ბიოლოგიასა და ისტ საგანს შორის კავშირების დამყარება.
აქტივობის აღწერა:    მოსწავლეებისათვის  გაკვეთილის  შემდგომი შესასრულებელი დავალებების გაცნობა და დამაზუსტებელი ინფორმაციის მიცემა:
) ვიდეორგოლის ყურება მოცემულ ლინკზე:  https://youtu.be/0owuvs3LKEU მტაცებელი ცხოველების შესახებ
ბ)  მიცემული ცხოველების ჩამონათვალიდან  შეადგინონ ორი კვებითი ჯაჭვი.
აქტივობა8: მოსწავლეთა შეფასება  / დრო 2წთ/
აქტივობის მიზანი: მოსწავლეთათვის წინასწარ ცნობილი და შემუშავებული  შეფასების რუბრიკის გამოყენებით 3 მოსწავლის  განმსაზღვრელი შეფასება კომენტარებით.
აქტივობის აღწერა:  მასწავლებელი  მოსწავლეებს აფასებს  წინასწარ ცნობილი შეფასების რუბრიკის მიხედვით შესაბამისი ქულით და აძლევს განმავითარებელ კომენტარებს.
                                                     

                                                   შეფასების სქემა
კრიტერიუმები
1-2ქულა
3-4ქულა
5-6ქულა
7-8ქულა
9-10ქულა
წინარე ცოდნის გამოყენებით თვალსაჩინოებაზე მუშაობა
არ შეუძლია წინარე ცოდნის გამოყენება , ვერ აკავშირებს ცოდნას თვალსაჩინოებასთან.ვერ ამოიცნობს ვერცერთ ცხოველს კვების ტიპის მიხედვით
მცირედ  იყენებს წინარე ცოდნას თვალ საჩინოებასთან მუშაობისას, დამოუკიდებლად ვერ ამოიცნობს ვერცერთ ცხოველს კვების ტიპის მიხედვით
იყენებს წინარე ცოდნას თვალსაჩინოებასთან მუშაობისას, შეუძლია მასწავლებლის დახმარებით ამოიცნობს მხოლოდ ერთ ცხოველი კვების ტიპის მიხედვით
იყენებს წინარე ცოდნას, შეუძლია ძველი და ახალი მასალის დაკავშირება, თვალსაჩინოებაზე ამოიცნობს ორზე მეტ ცხოველს ცხოველს კვების ტიპის მიხედვით
შინაარსობრივად იყენებს წინარე ცოდნას, შეუძლია მასალის დაკავშირება თვალსაჩინოებასთან, ამოიცნობს ყველა ცხოველს კვების ტიპის მიხედვით
პრეზენტაციის უნარი
არ შეუძლია დასაბუთებულად გადმოსცეს თავისი აზრი
სუსტად აქვს განვითარებული პრეზენტაციის უნარი, დამოუკიდებლად ვერ გადმოსცემს თავის აზრს, ვერ ასაბუთებს არგუმენტირებულად
სუსტად აქვს განვითარებული პრეზენტაციის უნარი, კითხვების დახმარებით გადმოსცემს თავის აზრს, ვერ ასაბუთებს არგუმენტირებულად
კარგად აქვს განვითარებული პრეზენტაციის უნარი, გადმოსცემს საკუთარ აზრს , უჭირს დასაბუთება
აქვს პრეზენტაციის კარგი უნარი, გამართულად გადმოსცემს აზრს და ასაბუთებს არგუმენტირებულად
ჯგუფში მუშაობის უნარი
არა აქვს ჯგუფში მუშაობის უნარი, ვერ ამყარებს კომუნიკაციას  თანატოლებთან
სუსტად აქვს ჯგუფში მუშაობის უნარი, უჭირს კომუნიკაციის დამყარება თანატოლებთან
სუსტად აქვს ჯგუფში მუშაობის უნარი, ამყარებს კომუნიკაციას  თანატოლებთან,
 აქვს ჯგუფში მუშაობის უნარები, ამყარებს კომუნიკაციას თანატოლებთან, აქტიურად არის ჩართული ჯგუფის მუშაობაში
კარგად აქვს ჯგუფში მუშაობის უნარები, კარგად ამყარებს კომუნიკაციას თანატოლებთან, ხშირად არის ლიდერის როლში, ეხმარება თანატოლებს.
ჩართულობა
არ მონაწილეობს აქტივობებში
არ მონაწილეობს აქტივობებში ან მონაწილეობს ძალიან იშვიათად
იშვიათად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი მხოლოდ ზოგიერთ აქტივობაში
აქტიურად მონაწილეობს და შეაქვს წვლილი აქტივობათა უმრავლესობაში
აქტიურად მონაწილეობს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ყველა აქტივობაში




Comments

Popular posts from this blog

"ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების ინკლუზიური პროგრამა"