Posts

Showing posts from 2014

"ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების ინკლუზიური პროგრამა"

Image
"ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების ინკლუზიური პროგრამა" 8,9,10დეკემბერს ქუთაისის #45საჯარო სკოლაში ფედერაცია "გადავარჩინოთ ბავშვები" და ევროკომისიის პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე:  "ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება" ტრენერები:რუსუდან ლორთქიფანიძე, ნინო რუხაძე.  ტრენინგი საინტერესო და საქმიან გარემოში მიმდინარეობდა, ტრენინგის მეორე დღეს ჩატარდა სიმულაცია მიწისძვრა და მისგან თავდაცვის საშუალებები, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია ბავშვებში. ტრენინგის ფარგლებში ჩავატარეთ ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: "ძლიერი ქარი",(ნინო გაბრიჭიძე, მანანა ჟორჟოლიანი, ზურაბ ნადირაძე)გაკვეთილზე გვესწრებოდა ჟესტის პედაგოგი რაია დავითულიანიდა ტრენერები. გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა, ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში, თვითონ დაამზადეს ანემომეტრი და მოსინჯეს ქარის სიჩქარე.