Popular posts from this blog
"ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების ინკლუზიური პროგრამა"
"ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების ინკლუზიური პროგრამა" 8,9,10დეკემბერს ქუთაისის #45საჯარო სკოლაში ფედერაცია "გადავარჩინოთ ბავშვები" და ევროკომისიის პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე: "ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება" ტრენერები:რუსუდან ლორთქიფანიძე, ნინო რუხაძე. ტრენინგი საინტერესო და საქმიან გარემოში მიმდინარეობდა, ტრენინგის მეორე დღეს ჩატარდა სიმულაცია მიწისძვრა და მისგან თავდაცვის საშუალებები, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია ბავშვებში. ტრენინგის ფარგლებში ჩავატარეთ ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: "ძლიერი ქარი",(ნინო გაბრიჭიძე, მანანა ჟორჟოლიანი, ზურაბ ნადირაძე)გაკვეთილზე გვესწრებოდა ჟესტის პედაგოგი რაია დავითულიანიდა ტრენერები. გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა, ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში, თვითონ დაამზადეს ანემომეტრი და მოსინჯეს ქარის სიჩქარე.
მე ვმუშაობ ქალაქ ქუთაისის #45 საჯარო სკოლაში . სკოლა ემსახურება სსსმ მოსწავლეებს -სმენადაქვეითებულ მოსწავლეებს.2017-18 სასწავლო წელს ჩემს ორ კოლეგასთან ერთად ჩავატარე საკუთარი პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა, წარმოგიდგენთ ჩვენს ნამუშევარს, რომელიც გაზიარებული მაქვს საკუთარ ედმოდოს გვერდზე https://www.edmodo.com/file/view-office-online?id=3c95385441ae6e111606d1fe03ce7d0a და google drive-ზე https://drive.google.com/open?id=1nd1IvKIm-DjWi9ePp-jN2sOh1DtGf7RD
Comments
Post a Comment