Posts

Image
24 იანვარს #17 საჯარო სკოლაში გაიმართა მასწავლებელთა კონფერენცია.  კონფერენცია მიზნად ისახავდა მასწავლებელთა მეორე ეროვნული კონფერენციის გამარჯვებული ქუთაისის საჯარო სკოლების მასწავლებლების წარდგენას პედაგოგიური საზოგადოების წინაშე, აგრეთვე სკოლის ბაზაზე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ჯგუფებისა და GE CLASS-ის პროგრამაში ჩართული  სკოლების სამუშაო ჯგუფების საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას, საუკეთესო პედაგოგიური პრაქტიკის დემონსტრირებას და სასკოლო ქსელის შექმნას.მოხსენებები წარმოადგინეს პედაგოგებმა: ელისო აბრამიშვილმა, ინდირა შენგელიამ,მაია სინაურიძემ, ნატია ბრეგაძემ,მარინა ისკაკოვამ, ნინო ჩხეტიამ,ლაურა ჯიმშელეიშვილმა,ქეთევან რუხაძემ,ფაქიზო ფანჩულიძემ,შორენა ტყემალაძემ, თეა გაგუამ,თინათინ სვანაძემ და სხვებმა. აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,ჩაშენებული სისტემები საქართველოში'' დოქტორანტებმე გიორგი ჩიჩუამ და თეიმურაზ სახელაშვილმა უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად წარმოადგინეს რობოტო ტექნიკის პრეზენტაცია და საზოგადოებას გააცნეს ტექნოლოგიური სიახლეები რომელთა დანერგ...

"ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების ინკლუზიური პროგრამა"

Image
"ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირების ინკლუზიური პროგრამა" 8,9,10დეკემბერს ქუთაისის #45საჯარო სკოლაში ფედერაცია "გადავარჩინოთ ბავშვები" და ევროკომისიის პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი თემაზე:  "ბუნებრივი კატასტროფების რისკის შემცირება" ტრენერები:რუსუდან ლორთქიფანიძე, ნინო რუხაძე.  ტრენინგი საინტერესო და საქმიან გარემოში მიმდინარეობდა, ტრენინგის მეორე დღეს ჩატარდა სიმულაცია მიწისძვრა და მისგან თავდაცვის საშუალებები, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია ბავშვებში. ტრენინგის ფარგლებში ჩავატარეთ ინტეგრირებული გაკვეთილი თემაზე: "ძლიერი ქარი",(ნინო გაბრიჭიძე, მანანა ჟორჟოლიანი, ზურაბ ნადირაძე)გაკვეთილზე გვესწრებოდა ჟესტის პედაგოგი რაია დავითულიანიდა ტრენერები. გაკვეთილმა საინტერესოდ ჩაიარა, ბავშვები აქტიურად იყვნენ ჩართული საგაკვეთილო პროცესში, თვითონ დაამზადეს ანემომეტრი და მოსინჯეს ქარის სიჩქარე.

პრეზენტაცია - მეტალები

პროექტი

Image
პროექტის  სახელწოდება: ქუთაისის    სასმელი  წყლის   და  მდინარეების  მდგომარეობის   შესწავლა პროექტის    მთავარი   იდეა:   დავიცვათ  წყალი  დაბინძურებისაგან. პროექტის   აქტუალობა:   ამ  პროექტის   საშუალებით  ბავშვებს   გაუჩნდებათ   მოთხვნილება    დაიცვან   გარემომცველი   სამყარო  და  კერძოდ,   წყალი   დაბინძურებისაგან.    პროექტის  მიზნები:   მოსწავლეებს   გამოუმუშავდეს  კვლევის    უნარ-ჩვევები,  ისწავლოს  მასალის   მოძიება  და  სათანადო  დამუშავება. მონაწილეთა  ასაკი:14-15  წელი ვადები\ხანგრძლივობა:  2-3კვირა მოსალოდნელი  შედეგები\პროდუქტები, რაც  შეიძლება  შეიქმნას  1.პლაკატები    საინფორმაციო  ბუკლეტები კედლის  გაზეთი.      8.პრ...